2026 წლის 10-11 დეკემბერს
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაიმართება
აღმოსავლეთმცოდნეობის XIII ახალგაზრდული სამეცნიერო კონფერენცია,
რომელიც მიეძღვნება პროფ. მარიკა ჯიქიას იუბილეს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტებს ან ახალგაზრდა მეცნიერებს აღმოსავლეთმცოდნეობითი თემატიკის მოხსენებებით.
მოხსენებათა თეზისები დაიბეჭდება.
სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული თეზისები (დაურთეთ საკონტაქტო ინფორმაცია, მოხსენების სათაური ინგლისურ ენაზე; მიუთითეთ ხელმძღვანელის ვინაობა) მიმდინარე წლის 29 ნოემბრამდე უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ეჯიბაძე, ტელ.: 555 133 911